ანჩელოტი: “ამაყი ვარ ჩემი პირველი ბუნდესლიგით!”

29 აპრილს, თბილისის დროით 20:30 “VOLKSWAGEN ARENA”-ზე ვოლფსბურგმა  ბაიერნს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 0:6 დამარცხდა. მე-19-ე წუთზე ანგარიში დავიდ ალაბამ გახსნა, 36-ე და 45-ე წუთებზე რობერტ ლევანდოვსკიმ  გაიფორმა დუბლი.  არიენ რობენმა, ტომას მიულერმა და ჯოშუა კიმიხმა  მეორე ტაიმშიც სამი გოლი გაუტანეს ვოლფსბურგელებს და ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ ჩაიწერეს აქტივში გერმანიის ჩემპიონობა. ბუნდესლიგაში 3 ტურია დარჩენილი მიუნხენელებმა კი მეორე ადგილოსან ლაიფციგთან 10 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

პირველ გერმანულ ტიტულს ბაიერნის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “Twitter”-ის მეშვეობით გამოეხმაურა: “გახარებული ვარ ჩემი პირველი ბუნდესლიგით. დიდი მადლობა ფეხბურთელებს, სტაფს, გულშემატკივრებსა და მთელ კლუბს. ჩემი ფეხბურთელები ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ, მათ აქვთ საკმარისი ძალა და სიმამაცე ჩემპიონობისთვის”.

 

მსგავსი სიახლეები