ანჩელოტი არსენალს უახლოვდება

“არსენალი” სეზონის მიწურულს არსენ ვენგერის გაშვებას და მის ადგილზე კარლო ანჩელოტის დანიშვნას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის დასასრულს “არსენალმა” ვენგერს კონტრაქტი 2019 წლამდე გაუხანგრძლივა, მიმდინარე სეზონის დასასრულს მას კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს, იტყობინება Corriere dello Sport.

იტალიური გამომცემლის მიხედვით, ლონდონის “არსენალმა”, რომელიც დიდი ხანია ემზადება ვენგერის გასაშვებად, პაპა კარლოსთან ოთხწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის უკვე უმუშავია პრემიერ-ლიგაში, კერძოდ კი “ჩელსის” შემადგენლობაში.

მსგავსი სიახლეები