არსენალის კარში დუბლის ავტორის უცნაური მოტივაცია

ინგლისის თასის მესამე რაუნდის შეხვედრაში “ნოტინგემმა” 4:2 სძლია “არსენალს”, მატჩში დუბლი ფორესტ ლიჰაიმ გაიფორმა.

ლიჰაიმ, რომელსაც არასდროს გაუტანია მატჩში ერთ გოლზე მეტი, აღიარა რა მოტივაცია ამოძრავებს მას.

“ჩემი ცოლი შემპირდა, რომ ძაღლს მიყიდის თუკი ამ წელს ჰეტ-ტრიკს გავიფორმებ. სწორედ ამიტომ პენალტის დარტყმაც მსურდა, თუმცა დევიდ ვოგანმა ზრდილობიანად ამიხსნა… მე არ გეტყვით, ზუსტად რა მითხრა… მოკლედ, მითხრა, რომ გავწეულიყავი” – აღიარა ლიჰაიმ BT Sport-თან საუბარში.

7 იანვარს საღამოს ფეხბურთელმა Twitter-ზე დაწერა: ” მივიღე მატჩის სრული ჩანაწერი. დიდი მადლობა! მესმოდა როგორ ყვიროდა ყველა აშშ-ს! ეს არასდროს დამავიწყდება! ეხლა კი ჩემი ძაღლი მჭირდება”

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიუღლის Twitter-ზე ბევრი გულშემატკივარი ითხოვს ძაღლის შეძენას. საინტერესოა დათანხმდება თუ არა ლიჰაის რჩეული მხოლოდ დუბლს…

მსგავსი სიახლეები