ბარსელონამ იოზილის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო

კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ მესუტ იოზილთან მოლაპარაკებას აწარმოებს, ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.

გერმანელს კონტრაქტი “მეთოფეებთან” 2018 წლის ზაფხულს ეწურება. ახალი წლის შემდგომ იოზილს ოფიციალურად შეეძლება სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება.

აღსანიშნავია, რომ არსენალმა საბოლოო შეთავაზება გაუკეთა მესუტს მის კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით, თუმცა ნახევარმცველი პასუხს არ ჩქარობს და კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

“ბარსელონას” გარდა იოზილით “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალი” ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები