ბაჩოს თასი 2017

დღეს, საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისთა ასოციაციის ინიციატივით ტრადიციული მედია ტურნირი ,,ბაჩოს თასი” გაიმართა.

მედია ფესტივალი, 2010 წელს მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი სპორტული ჟურნალისტს ბაჩოს სვანიძის სახელს ატარებს და იგი წელს მეექვსედ ჩატარდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტული ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული 4 გუნდი – სარბიელი, პრეს-მედია, ტელე-მედია და ბაჩოს მეგობრები ერთმანეთს ფეხბურთსა და კალათბურთში გაეჯიბრნენ.

საფეხბურთო ტურნირში ზედიზედ მეოთხედ იმარჯვეს ბაჩოს მეგობრებმა, მეორე ადგილი TV მედიამ დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს მედლები პრეს მედიის გუნდმა მოიპოვა.

რაც შეეხება კალათბურთს, გამარჯვებული პრეს მედიის გუნდი გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა  ბაჩოს მეგობრები.

გამარჯვებულები და პრიზიორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოეს.

Sporter.ge

მსგავსი სიახლეები
148 ნახვა