ბექა პიტაშვილი: “მომავალში ბევრი საინტერესო და გამოსადეგი სიახლე გელით”!

ფიტნეს–მოდელ ბექა პიტაშვილს საკუთარი ინფორმაციული და საინტერესო გვერდი აქვს, სადაც უამრავი გამოსადეგი სიახლე იდება. ამ ყველაფრის შესახებ იგი თავად მოგვიყვება…

– პირველ რიგში, გვითხარი, ძირითადად რას ემსახურება ეს გვერდი?
– პირველ რიგში, სოციალურ ქსელში გვერდის მეშვეობით ვაცნობ საზოგადოებას ჩემ პირად შედეგებს, პროგრესს. ვუზიარებ გამოცდილებას და რაც მთავარია, მე არ შემიძლია სხვისი, შემაწუხებლად ნეგატიური პოსტების კითხვა, რამაც ერთ დროს ძალიან დამღალა.
– რამდენად აქტიურია მომხმარებელი?
– დიდი ხანი არაა, რაც გვერდი შევქმენი და სტანდარტული ანგარიში გავაუქმე. ამიტომ, ნელ–ნელა ვიღებ სტარტს მომხმარებლებთან და ფიტნესით დაინტერესებულ პირებთან ერთად.
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გვერდზე სპორტული მედიცინის კუთხით ძალზე საინტერესო ბლოგები ქვეყნდება. სამწუხაროდ, დღევანდელ დროში, როცა სპორტული და ზოგადად, მედიცინა საგრძნობლად განვითარებულია, ჩვენთან ამ განხრაში განათლება აკლიათ, რაზეც სტერეოტიპული გამოთქმა “პროტეინი ხიმიაა”–ც მეტყველებს…

– ზოგადად, სპორტული მედიცინა საქართველოში ძალიან მოიკოჭლებს. ერთმანეთის და საკუთარი თავის ექიმ-მრჩეველები თავად სპორტსმენებივე ვართ, რადგან არ არსებობენ ამ სფეროში კომპეტენტური პირები, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო. რაც შეეხება გვერდს, ყოველთვის ვცდილობ გასაგებ ენაზე ვისაუბრო და ვწერო, რადგან ინტერნეტი სავსეა გამოუსადეგარი სპორტული თუ დიეტოლოგიური რჩევებით, რომლის ვერც ტერმინოლოგიას ჩაწვდება დაინტერესებული პირი და ვერც აზრს. რაც შეეხება “პროტეინი ხიმიაას” თემას, საქართველო აქედან კიდევ მინიმუმ 20 წელი ვერ გამოვა, რადგან საკუთარ გაუნათლებლობას ვერავის დააჯერებ და არც არავინ იწუხებს თავს ინფორმაციის მოსაძიებლად. უბრალოდ ეგრეა და მორჩა! (იცინის).
– დამთავრდა ზაფხული და ნელ–ნელა სიცივეები იწყება. რა არის შენი სხეულის მიზანი – კონკრეტული წონის შენარჩუნება თუ მასის მომატება?
– ახლა მასის და წონაში მატების პერიოდია, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ინტერნეტ მომხმარებლების დაინტერესება და მათთვის მოტივაციის მიცემაა, მომიწევს შევინარჩუნო წონა, რადგან ფოტოებს და ვიდეოს ცხიმოვანი ფენის ზრდა არ მოსწონს. მსგავს შემთხვევაში სხეული ეფექტურად არ გამოიყურება და ცნობილ ფიტნეს–მოდელებს სწორედ ამის გამო უწევთ მუდმივად კვებითი რეჟიმის დაცვა. მე ვცდილობ შუალედი დავიჭირო – არც ძალიან გამოვშრე და არც მასაში წავიდე ზედმეტად. პირადად მე, არც არასდროს მომწონდა ძალიან გამომშრალი სხეული და ვფიქრობ, ცხიმოვანი ბალანსის დაცვა საჭიროა. ხშირად მეკითხებიან თუ რატომ არ მინდა გამოვშრე ბოლომდე ან ძალიან დიდი წონა ავკრიფო. უბრალოდ არც ერთი მომწონს და არც მეორე – თავს ასე ვგრძნობ კომფორტულად.
– ყველაზე მეტად რა აინტერესებთ მომხმარებლებს?
– 
მომხმარებლებს ძირითადად აინტერესებთ სპორტული გეგმის შედგენა. ასევე კვებითი რაციონი. ინტუიციით ვგრძნობ მონდომებულ ადამიანებს და ბოლომდე ვეხმარები. ვინც მწერს “აუუუუ, ერთი დალევა რას მიზამს, კვირაში ერთხელ დავლევ რაა” – ასეთებს რაც უნდათ, ის უქნიათ (იცინის).

– რას ურჩევდი გვერდის მომავალ მნახველს?
– გვერდის მომხმარებლებს ვურჩევ, რომ ყურადღებით ადევნონ თვალი ბლოგებს, რადგან მომავალში ბევრ საინტერესო და გამოსადეგ სიახლეს შევთავაზებ.
გვერდი: https://www.facebook.com/beqapitashviliOfficial/?fref=ts აქვე ბექა პიტაშვილის სამოტივაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Pq4EiEloJKU

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
113 ნახვა