ბოლო შანსი ევერესტამდე…

“ახლა ფორმის პიკში ხარ, ყველას და ყველაფერს ანგრევ. დაგრჩა მხოლოდ ერთი აძრომა და მწვერვალს მიაღწევ”!

სამწუხაროდ, პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა – იგი ვერ შესწვდა “ევერესტის” სიმაღლეს. მიუხედავად ამისა, იგი არ დანებებულა, მუხლჩაუხრელად შრომობდა და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი ჰქონდა და აქვს კიდეც.

გადის წლები და მას ისევ ეძლევა საშუალება ავიდეს ევერესტზე: “მიდი, მიდი! კი, შეიძლება, ცოტა ასაკში ხარ და იმდენი ძალა და გამძლეობა აღარ გეყოს, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის შეიძლება… ყოველთვის”!

სამწუხაროდ, ეს ცდაც წარუმატებელი გამოდგა. რას იზამ?! თავს ზემოთ ძალა არაა… კლდის ის სამი ნაწილი და + უკან განლაგებული საყრდენი ქვები ძალზე ძლიერი და გადაულახავი ბარიერი გამოდგა.

სულ რაღაც 2 წლის შემდეგ ისევ კარგად დაიწყო მოძრაობა და თან ისე, რომ ფეხი ოდნავადაც არც ერთხელ არ დაცდენია! ფინალურ მოძრაობაში კი შეხვდა უდიდესი, დამაჯერებელი, დაბალანსებული ქვა, რომელზედაც თითქოს, სწორი მოძრაობის შემთხვევაში, ფეხი არ უნდა დაგიცდეს, მაგრამ…

იგი ფარ–ხმალს არ ყრის! “ხედავ? ყველა შენს ასაკზე მიუთითებს, მაგრამ ბრძოლა მაინც შეიძლება! არა, არა, შენ უნდა იბრძოლო და დაუმტკიცო ყველას, რომ ამ ასაკშიც ადამიანს “ევერესტზე” ასვლა ხელეწიფება”!

ბოლო შანსი “ევერესტამდე”…

გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები