დემეტრაძე: “მივდიოდი მეგობართან, აღმოვჩნდი ციხეში”

რუსული საიტი Championat.com ვეტერან ქართველ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს ერთ–ერთ რესტორანში სპონტანურად ხვდება და ინტერვიუს შანსს ხელიდან არ უშვებს…

საქმიანობა ციხის შემდეგ

“ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ და კონკრეტულ დავალებებს ვასრულებ. წელს საქართველოს ჩემპიონატი ათგუნდიანი იქცა. სახელმწიფო აფინანსებს კლუბებს და გარდა ამისა, მეტი სარგებლის შემთხვევაში შესაბამისად, ფინანსური მოგებაც იმატებს”.

ჰოლანდიური ენა

“თქვენ წარმოიდგინეთ, შოკირებული ვიყავი. ერთხელ მანქანით სეირნობისას ამსტერდამში დავიკარგე და რამდენიმე საათი ვერც კი ვხვდებოდი, აწი გეზი საითკენ უნდა ამეღო – გარშემო სულ აგურებიანი შენობები იყო. ნუ, შემდეგ როგორღაც ცენტრში აღმოვჩნდი, მანქანა ერთ–ერთ აგურებიან სახლთან გავაჩერე და სასეირნოდ წავედი. სეირნობის შემდეგ 2 რამ აღმოვაჩინე: 1)შენი დედაც! მანქანა სადაა?! და 2)აქ ხომ ყველა სახლი აგურებითაა აშენებული”.

ფეხბურთელად გაზაევმა მაქცია

“მიუხედავად იმისა, რომ “ფეიენოორდს” ძალიან ცნობილი სპეციალისტი ლეო ბეენჰაკერი ედგა სათავეში, ფორვარდის პოზიციაზე მუდამ არგენტინელი კრუზი ჰყავდა, მე კი სულ ფლანგზე მამწესებდა. შემდეგ იყო შემოთავაზებები ბელგიური და ჰოლანდიური კლუბებისგან, მაგრამ საბოლოოდ, ვლადიკავკაზის “ალანიაში” გადასვლა გადავწყვიტე – იქ ახლობლები მელოდნენ, თითქმის სახლი იყო. თბილისიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მოშორებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვალერი გაზაევმა ფეხბურთელად მაქცია”.

ლობანოვსკი – საუკეთესო მწვრთნელი!

“იგი საუკეთესოა! პირველივე ვარჯიშზე კინაღამ მომკლა: “ჰანტელები, ხტომები, კროსები – ხალხი არამარტო იღლებოდა, ლამის სულს ღაფავდა, მაგრამ ვუძლებდით. ადამიანი – ეს ცხოველია, რომელიც ეტაპობრივად ყველაფერს ეჩვევა.

ერთხელ “ანდერლეხტს” საკუთარ დაბადების დღეზე დუბლი შევუსრულე და როცა ლობანოვსკი ფეხბურთელებთან ერთი–ერთზე იშვიათად საუბრობდა, მოვიდა და მითხრა: “კარგია, მაგრამ გოლები მხოლოდ იუბილეზე არ უნდა გაიტანო ხოლმე”.

დინამოდან წასვლის მიზეზი და სოსიედადი

“ლობანოვსკის ფორმაციის კიევის “დინამოში” თითოეული პოზიციის ფეხბურთელი ბურთის ართმევას ცდილობდა, მაგრამ წასვლის მიზეზად მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებას არ ვასახელებ – ჩემი ოცნება ლა ლიგაში თამაში იყო და ამიტომაც გადავედი “სოსიედადში”, სადაც, სამწუხაროდ, კარიერა ვერ ამეწყო.

მივდიოდი მეგობართან, აღმოვჩნდი ციხეში…

“დონეცკის “მეტალურგის” შემდეგ დიდხანს არსად არ ვჩერდებოდი: ვითამაშე “ალანიაში”, “მაქაბიში”, “ბაქოში” და კვიპროსშიც წავიდოდი… როცა ტრანსფერისთვის ვემზადებოდი, დილით ვივარჯიშე, საღამოს მეგობართან წავედი და საბოლოოდ, კვიპროსის ნაცვლაც ციხეში ამოვყავი თავი”.

 

გიორგი ფულარიანი   

geosports.ge

მსგავსი სიახლეები
449 ნახვა