დურანტმა 20,000 დააგროვა

“გოლდენ სტეიტის” ფორვარდმა კევინ დურანტმა პროფესიონალურ კარიერაში 20,000 ქულის დაგროვება მოახერხა.

ის გახდა ისტორიაში 44-ე მოთამაშე ვისაც ამ მაჩვენებლამდე მიუღწევია. ასევე მეხუთე იმ კალათბურთელებს შორის ვინც ამ რაოდენობის ქულების აღება 30 წლამდე მოახერხეს.

დურანტზე უფრო ადრეულ ასაკში 20,000 ქულის დაგროვება მხოლოდ ლებრონმ ჯეიმსმა შეძლო. კევინმა აჯობა ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან: მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი და უილტ ჩემბერლენი.

მსგავსი სიახლეები