დღევანდელი პროგნოზები…

ვესტ ჰემი–ტოტენჰემი 23:00

“ტოტენჰემ ჰოთსპურს” “არსენალის” შემდეგ კიდევ ერთი ლონდონური დერბი ელის. მაურისიო პოჩეტინიოს გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, “ჩელსიმდე” 4 ქულა აკლია და ქულების დაკარგვის უფლება/სურვილი ნამდვილად არ აქვს.

თავის მხრივ, “ჩაქუჩები” მე–15 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას 7 ქულით არიან დაშორებულნი, მაგრამ ფრე და მით უმეტეს, გამარჯვება არ აწყენთ.

შეხვედრაში ყველაზე რეალური ფსონი ორივეს გატანა ან მეტი გოლი იქნება.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი

სევილია–სოსიედადი 23:00

მასპინძლები ჩემპიონთა ლიგის, ხოლო სტუმრები ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან. ფავორიტად “სევილია” ითვლება და მისი გამარჯვებაც სავსებით ლოგიკურია, თუმცა შესაძლებელია, ორივეს გატანა ან მეტი გოლი.

პროგნოზი: 1/კი/მეტი გოლი

კიოლნი–ვერდერი 22:30

სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა 2 ადგილი და 3 ქულაა. ორივე გუნდი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და გამომდინარე აქედან, დაძაბული მატჩია მოსალოდნელი.

პროგნოზი: ორივეს გატანა

მსგავსი სიახლეები