ევროპალიგა. 1/4 ფინალები: პროგნოზები…

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გარკვეულია, ახლა კი ჯერი ევროპალიგაზეა…

მანჩესტერი–ანდერლეხტი 23:05 (პირველი მატჩი: 1:1)

ბელგიაში დასრულებული ფრე ფავორიტად ჟოზე მოურინიოს გუნდს აქცევს და რასაკვირველია, დიდია შანსი იმისა, რომ “იუნაიტედი” ამ შეხვედრას სასურველი ანგარიშით დაასრულებს. თეორიულად, შესაძლებელია, რომ “ანდერლეხტმა” 2:2 დაასრულოს და ამის წყალობით გავიდეს ნახევარფინალში, მაგრამ იღბალთან ერთად კლასიც საჭიროა – ამ ასპექტში კი “წითელი ეშმაკების” უპირატესობა აშკარაა. გამომდინარე იქედან, რომ “იუნაიტედს” წელს დუბლის შანსი აქვს და ამჟამად ერთადერთი საზრუნავი სწორედ ევროპალიგაა, ძალზე ძნელად სავარაუდოა, რომ “ანდერლეხტთან” გამოვარდნენ.

პროგნოზი: 1

შალკე–აიაქსი 23:05 (პირველი მატჩი: 0:2)

ამსტერდამელები საკმაოდ კომფორტულ ვითარებაში არიან, თუმცა გერმანელებს რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ, ეს ახალი ხილი არაა. გელზერკინხენელებს ნამდვილად ხელეწიფებათ, რომ თამაში დამატებით დროში გადაიყვანონ.

პროგნოზი: 1x/ორივეს გატანა

ბეშიქთაში–ლიონი 23:05 (პირველი მატჩი: 1:2)

“ლიონმა” შინ ჩატარებული პაექრობა კი მოიგო, თუმცა ახლა მინიმუმ უმძიმესი 90 წუთის ჩატარება მოუწევს – თურქეთიდან ქულის წამოღებაც კი ყველასათვის ურთულესი საქმეა. “ბეშიქთაში” იძულებულია შეუტიოს, “ლიონს” კი კონტრშეტევებზე ექნება შანსი.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი

გენკი–სელტა 23:05 (პირველი მატჩი: 2:3)

მიუხედავად იმისა, რომ “სელტამ” მინიმალური ანგარიშით მოიგო და თან, ორი გოლი გაუშვა, კლასით მაინც აღემატება ბელგიურ კლუბს და დიდი ალბათობით, სასურველ შედეგს ამჯერადაც მიაღწევს.

პროგნოზი: x2

მსგავსი სიახლეები
185 ნახვა