ესიენის ქანდაკებით ბავშვებს აშინებენ

მაიკლ ესიენს, რომელიც ამჟამად ინდონეზიურ კლუბ “პერსიბ ბანდუნგში” ასპარეზობს, ქალაქ კუმასიში(განა) ძეგლი დაუდგეს.

Еxpress.co.uk-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს უკვე შეატყობინეს ქანდაკების არსებობის შესახებ, თუმცა თვითონ ესიენმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

თვითონ ქალაქ კუმასიში კი ქანდაკებით უკვე საკმაოდ ბევრი ბავშვი შეშინდა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში ესიენი “ჩელსის”, “მილანის” და “მადრიდის რეალის” ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები