ზაზას 6 ქულა და გამარჯვება “მინესოტასთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “მინესოტას 121:107 მოუგო. ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 19 წუთი დაჰყო, ამ დროში მან გუნდს 6 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან სამი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 36:26 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 41 ქულა კლეი ტომპსონი ანგარიშზეა. “მინესოტაში” ორმაგი დუბლით მუჰამადი (24 ქულა და 11 მოხსნა) გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 64 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” გასვლაზე “ფინიქსს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 6 აპრილს თბილისის დროთ 06:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
154 ნახვა