ზაზა ფაჩულია: “მზად ვარ”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მზადების დასკვნით ფაზაშია. ილიას ზუროსის გუნდი უკვე ისრაელშია და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გუნდთან ერთად ემზადება ზაზა ფაჩულიაც, რომელმაც ტრავმა მოიშუშა.

“ტრავმამ ვარჯიშებს ჩამომაშორა და მთელი კვირა რეაბილიტაციას დასჭირდა, მაგრამ ვფიქრობ მზად ვარ, როგორც სათამაშოდ, ისე ფსიქოლოგიურად. დარჩენილ დროსაც მაქსიმალურად გამოვიყენებ – როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდთან ერთად”, – უთხრა ფაჩულიამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს, ლიტვის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები
80 ნახვა