ზაფხულში: შენგელია რეალში!

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ზაფხულიდან ოფიციალურად მადრიდის “რეალის” წევრი გახდება – “ბასკონიას” მოთამაშე ევროპულ გრანდთან ორწლიან კონტრაქტს ხელს ივნისში მოაწერს.

შენგელია ძალზე გამოცდილი კალათბურთელია, რომელსაც კარიერის განმავლობაში ბელგიაში (შარლეროი), NBA–ში (ჩიკაგო ბულსი და ბრუკლინ ნეთსი) და ესპანეთში (ვალენსია ბასკეტი, ვალენსია 2) უთამაშია.

206 სანტიმეტრისა და 100 კილოგრამის პატრონი შენგელია “ბასკონიას” რიგებს ბოლო სამი წელია იცავს.

მსგავსი სიახლეები
171 ნახვა