იოზილი ბარსას ზამთარის ტრანსფერების სიაში პირველია

“კატალონიელები” მესუტ იოზილის ყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავენ.

The Express-ის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდემ ხუთი მოთამაშის სია შეადგინა, რომელთა ხილვა კლუბში ზამთარშივე უნდა. ამ სიაში პირველ ადგილს “არსენალის” ნახევარმცველი იკავებს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონას” მესუტის ყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს, რადგან ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ მას ბევრი მსურველი ეყოლება.

იოზილის გარდა ვალვერდეს სიაში მოხვდნენ ნაბილ ფეკირი (ლიონი), ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა), მაქს მაიერი და ლეონ გორეცკა (ორივე შალკე).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იოზილის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები