კარის დურანტისგან განსხვავებით კაპიტნობა სურს

სტეფ კარისგან განსხვავებით, მის თანაგუნდელ კევინ დურანტს არ სურს კაპიტნობა და ALL STAR-ზე გუნდის არჩევა.

ამჟამად “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელები ხმისმიცემის მიხედვით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს გახდება ყველა ვარსკვლავის მატჩზე ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი და თანაგუნდელების არჩევა მოუწევს. ამასთან ერთად “მეომრების” ლიდერებს კაპიტნობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი აქვთ.

“რატომაც არა? მე მინდა გავხდე ის ადამიანი, რომელიც გუნდს აირჩევს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარკეტზე რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთე” – განაცხადა სტეფ კარიმ.

“მე ვამჯობინებ, რომ ეს სხვამ გააკეთოს. მშვენიერია ყველა ვარსკვლავის მატჩზე მონაწილეობის მიღება, თუმცა სხვა დანარჩენი… მე უბრალოდ ამ მატჩში თამაში მსურს” – აცხადებს კევინი.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციას ლებრონ ჯეიმსი ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები