კარის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

“გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი მინიმუმ ორ კვირას იუქმებს, იტყობინება ESPN.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ტრავმა “ნიუ ორლეან პელიკანსთან” მატჩში მიიღო. გამოკვლევამ 29 წლის კალათბურთელს მარჯვენა ფეხის მყესების დაჭიმულობა გამოავლინა.

მიმდინარე სეზონში სტეფი 26,3 ქულას, 6,6 გადაცემას, 5,1 მოხსნას და 1,7 ჩაჭრას ანხორციელებს მატჩში საშუალოდ 32,6 წუთში.

მსგავსი სიახლეები
12 ნახვა