კლოპი ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს დე ბრუენზე ფიქრობდა

2013 წელს დე ბრუენი ახლოს იყო “დორტმუნდში” გადასვლასთან. კლოპი ყოველთვის მისი დიდი გულშემატკივარი იყო და ხშირად ამბობდა ამას.

2012/13 წლების სეზონში ნახევარმცველი “ჩელსის” საკუთრება იყო, თუმცა იგი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა და სეზონი იჯარით ბრემენის “ვერდერში” გაატარა. კლოპი კევინს ძირითადში ადგილს შეპირდა. იურგენს ისე სურდა დე ბრუინის ყიდვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღესაც კი არწმუნებდა მას “ბორუსიაში” გადმოსულიყო.

როდესაც “ბორუსია” თამაშობდა ფინალს “ბაიერნის” წინააღდეგ (1:2), “დორტმუნდელთა” თავკაცმა გამონახა დრო და ბელგიელს ტელეფონზე მიწერა თუ როგორი მოხიბლული იყო მისი თამაშით. კლოპის ოცნება “ჩელსის” ხემძღვანელობამ დაანგრია, როდესაც კევინის ტრანსფერი ბოლო მომენტში გაანულა.

მასალა აღებულია იურგენ კლოპის ბიოგრაფიიდან “Klopp: Bring the Noise”, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები