კონტე: “იმედი მაქვს კურტუა გუნდში დარჩება”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა გუნდის ძირითადი კიპერის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით.

ბოლო დროს ევროპულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბელგიელი კიპერი “რეალში” გადასვლას გეგმავს, მისი აგენტი კი “სამეფო კლუბთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

” ტიბოს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დარჩა” – დაიწყო იტალიელმა სპეციალისტმა.

” ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. სამწვრთნელო შტაბი ვამაყობთ იმით, რომ კურტუა ჩვენ გუნდში ასპარეზობს”

” ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ტიბო დარჩება, გარდა შესანიშნავი გოლკიპერული თვისებებისა ის ბრწყინვალი ადამიანია, რომელთან ერთად მუშაობაც დიდი სიამოვნება. მე მომწონს არამხოლოდ მისი ყველა თამაშში ბოლომდე დახარჯვა, არამედ სხვა მეკარეებთან და მეკარეების მწვრთნელებთან ურთიერთობაც” – დაასრულა კონტემ

მსგავსი სიახლეები