ლავეცის ბოდიში ჩინელებს

“ჩაინა ფორჩუნის” ფორვარდ ეზეკიელ ლავეცის ფოტოსესია ჩაუვარდა – ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტო, სადაც ლავეცი თვალებს იწვრილებს, რაც ამ შემთხვევაში ჩინელობის აღმნიშვნელი ფაქტია.

ეს ჟესტი აზიელებმა შეურაცხყოფად მიიღეს, რის გამოც არგენტინელს ბოდიშის მოხდა მოუწია.

“მე უბრალოდ ფოტოგრაფის მოთხოვნა დავაკმაყოფილე, ამით კი ჩინელთა შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. მე “ჩაინაში” გამოსვლით ბედნიერი ვარ და დიდ ბოდიშს ვიხდი, თუკი ამ ფოტომ ჩინელებს აწყენინა. აწი ფრთხილად ვიქნები” – აცხადებს ლავეცი BBC–სთან საუბარში.

არგენტინელი ჩინურ კლუბში გასული წლის თებერვალში პსჟ–დან გადავიდა. მიმდინარე წელს ლავეციმ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

32 წლის თავდამსხმელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ითვლება – წელიწადში 50 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები
146 ნახვა