ლეონარდმა გაამხილა როდის დაუბრუნდება პარკეტს

“სან ანტონიოს” ფორვარდმა კავაი ლეონარდმა განაცხადა, რომ მალე შეძლებს მიმდინარე სეზონში დებიუტს.

“თავს კარგად ვგრძნობ. მალე მოედანზე გამოსვლა შემეძლება. ამჟამად არ მაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებელი პრობლემები. ვფიქრობ თქვენ უკვე იცით, რომ ‘ხუთი-ხუთზე” ფორმატით ვვარჯიშობ. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვარ. ყველაფერი კარგად არის, თუმცა ჯერ კიდევ ცოტა უნდა ვიმუშავო. ვფიქრობ უახლოეს მომავალში დავბრუნდები” – ციტირებს ლეონარდს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ტრამვის გამო ლეონარდმა გამოტოვა წინა სასეზონო მატჩები და მთელი სეზონის დასაწყისი.

მსგავსი სიახლეები
28 ნახვა