მარკოიშვილი იტალიაში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი მომავალი სეზონიდან იტალიური “რეჯო ემილიას” ღირსებას დაიცავს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მარკოიშვილი 2002-2004 წლებში “ბენეტო ტრევიზოში”, 2009-2013 წლებში კი “კანტუს” შემადგენლობაში თამაშობდა. ასე რომ, იტალიის ჩემპიონატი მისთვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი ბოლოს “დარუშაფაკაში” ირიცხებოდა, თუმცა გასული სეზონი ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა.

მანუჩარი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ემზადება, ახალ გუნდს კი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები
114 ნახვა