მასპინძლებმა კონფედერაციის თასი გამარჯვებით გახსნეს

კონფედერაციის საიუბილეო, მე–10 გათამაშება მასპინძელმა რუსეთის ნაკრებმა ახალ ზელანდიასთან დაპირისპირებით გახსნა, რომელიც სანკტ–პეტერბურგში გაიმართა და იგი რუსებმა 2:0 მოიგეს.

პირველი ტაიმის ბოლოს ბოქსალმა ავტოგოლი მიითვალა, ხოლო 69–ე წუთზე ფიოდორ სმოლოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზელანდიელებს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდათ, როცა შორიდან კარგად გაისროლეს, მაგრამ იგორ აკინფეევმა ეს გასროლა მოიგერია. სხვა მხრივ აშკარა იყო სხვაობა რუსებსა და ზელანდიელებს შორის.

ხვალ ორი მატჩი გველის: პორტუგალია–მექსიკა (19:00) და კამერუნი–ჩილე (22:00).

მსგავსი სიახლეები
261 ნახვა