მისტერ პროფესიონალიზმი

გათენდა მორიგი დილა, თუმცა ეს დილა ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან მას ქორწილი აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორც კაცის, ისე ქალის ოჯახში რა ბედნიერება და განწყობა სუფევს?

მიუხედავად ამისა, იგი უპირველესად, მაინც თავის საქმეზე ფიქრობს და არა იმიტომ, რომ ქორწილი არ უხარია, არამედ იმის გამო, რომ ის უდიდესი პროფესიონალია!!! პროფესიონალი, რომელიც მუდამ ბოლომდე იხარჯება და წამით არ თაკილობს დაუღალავ შრომას, რომელსაც დიდი შედეგები მოაქვს.

იმ დროს, როცა პატარძალი ულამაზეს კაბას იზომავდა და საკუთარი სილამაზით სარკეში ტკბებოდა; იმ დროს, როცა ყველა ამ გრანდიოზული დღისთვის ემზადებოდა, სიძე არსად ჩანდა… თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა “გადაგდება” არავის უფიქრია.

იცით, სად იყო სიძე? არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე!!! საკუთარი ქორწილის დილასაც კი ბოლომდე იხარჯებოდა საქმეში, რომელიც ფანატიკურად უყვარდა და თავის პოზიციაზე მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

გარდა ამისა, მას უდიდესი ქარიზმა ჰქონდა და იყო სამაგალითო კაპიტანი და ლიდერი – მილანის “ინტერის” სული და გული.

მისტერ პროფესიონალი – ეს ხავიერ ძანეტია!!!

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

მსგავსი სიახლეები