მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა

2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა.

ზელანდიამ წინა წლის ჩემპიონი ინგლისის ნაკრები დიდი ანგარიშით 64-17 დაამარცხა. მატჩი ახალი ზელანდიის სრული უპირატესობით წარიმართა.

20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი წელს მეათედ ჩატარდა. ზელანდიამ ტიტული მეექვსედ მოიპოვა. ინგლისს კი მსოფლიო საუკეთესოს ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის ეს მნიშვნელობით მეორე ტურნირია. საქართველომ ასეთი დონის ჩემპიონატს რაგბიში პირველად უმასპინძლა. უმცროსმა “ბოჯღალოსნებმა” პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მე-10 ადგილი შეინარჩუნეს.

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები
357 ნახვა