მწვრთნელობას კინოინდუსტრია მირჩევნიაო…

ფეხბურთელების უმეტესობა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მისდევს, მაგრამ მოვლენების ამგვარი განვითარება კრიშტიანუ რონალდუს არ იტაცებს.

“ამჟამად მთელი ჩემი ფიქრები ფეხბურთისკენაა მომართული, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ არა მწვრთნელობა, არამედ კინოინდუსტრიაში და ბიზნესში ყოფნა მსურს. მინდა, სპორტული დარბაზი და ტანსაცმელი ჩემი ხაზით გაიყიდოს, რაშიც პროფესიონალები დამეხმარებიან” – აცხადებს ლეგენდარული პორტუგალიელი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუს სეზონის ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება სურს.

მსგავსი სიახლეები