ნაინგოლანი დაისჯება

“რომას” ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანს სოციალურ ქსელში “ინსტაგრამი” განხორციელებული LIVE–ის გამო სასჯელი ემუქრება.

ბელგიელმა საახალწლო წვეულებაზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც “ინსტაგრამში” პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება გადაწყვიტა, სადაც ეწეოდა და იგინებოდა.

“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, ნაინგოლანი 100 000 ევროთი დაჯარიმდება. გარდა ამისა, ჰავბეკი “ჯალოროსის” უახლოეს შეხვედრას, 6 იანვარს “ატალანტას” წინააღმდეგ გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები