ოთხშაბათის პროგნოზები…

იუვენტუსი–ლაციო (23:00)

იტალიის თასის ფინალი. რომში (3:1) განცდილი მარცხის შემდეგ “იუვენტუსი” მაქსიმალურ ყურადღებას მოიკრეფს და ამ თასის აღებას შეეცდება, რაც 3 ივნისს მადრიდის “რეალთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ შესანიშნავი განწყობა იქნება.

სავსებით შესაძლებელია, რომ “იუვემ” ძირითად დროშივე მოიგოს. ასევე ლოგიკურია ფსონი “ორივე გაიტანს”.

პროგნოზი: 1/კი

სელტა–რეალი 23:00

“რეალი” პრიმერას გამოტოვებულ შეხვედრას ითამაშებს ვიგოში. ამჟამად “ბარსელონასა” და “სამეფო კლუბს” შორის თანაფარდობაა – ორივეს 87 ქულა აქვს, თუმცა ამ მატჩის მოგების შემთხვევაში მადრიდელები ტიტულისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

პროგნოზი: 2

საუთჰემპტონი–მანჩესტერი 22:45

ჟოზე მოურინიოს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ერთადერთი გზა დარჩა – ევროპალიგის მოგება, თორემ პრემიერლიგიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მომავალ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

თავის მხრივ, “საუთჰემპტონიც” უმოტივაციოდაა, თუმცა შინ “იუნაიტედთან” არაფრის დათმობას არ აპირებს.

პროგნოზი: ორივეს გატანა

მონაკო–სენტ ეტიენი 23:00

ლეონარდო ჟარდიმის ლამაზად მოთამაშე გუნდს ჩემპიონობის გაფორმება დღესვე შეუძლია – მეტოქედ მერვეადგილოსანი “სენტ ეტიენი” ჰყავს, რომლის შინ დამარცხებაც მონეგასკებთათვის რთული არ უნდა იყოს.

პროგნოზი: 1/მეტი გოლი

მსგავსი სიახლეები