ოქრიაშვილი სექტემბრისკენ დაიწყებს

თორნიკე ოქრიაშვილი ჯვარედინი მყესების გამო 13 მარტის შემდეგ მოედანზე აღარავის უნახავს. Adjarasport–თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველმა ფეხბურთელმა გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა:

“ახლაც მკურნალობის პროცესში ვარ, უკვე 3 თვე გავიდა, ყოველდღე უკეთ ვგრძნობ თავს. მემატება დატვირთვები, ინდივიდუალური სირბილი, ფიტნეს დარბაზში ვარჯიშს და ყველაფერს, რაც ჩემს მკურნალობას სჭირდება. ვფიქრობ, სექტემბრისთვის ვარჯიშს დავიწყებ. აგვისტოს ბოლოდან გუნდთან ერთად ვარჯიშსაც დავიწყებ, ბურთით. ვვარაუდობ, ამ დროისთვის შედგება მოედანზე ჩემი დაბრუნება და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები”.

ეს უმძიმესი დაზიანება 25 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის “ლოკომოტივთან” დაპირისპირებაში მიიღო.

მსგავსი სიახლეები