პასუხად მუჰამედი?

მადრიდის „რეალს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ლივერპულის“ შემტევ მუჰამედ სალაჰის შეძენა სურს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარჩიოს ინფორმაციით, „რეალის“ მხრიდან ეს იქნება პასუხი „ბარსელონას“, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ ასევე მერსისაიდელებიდან ფელიპე კოუტინიო გაიფორმეს.

ეგვიპტელის სატრანსფერო თანხად 42 მილიონი ევრო სახელდება.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰის ანგარიშზე 21 შეხვედრაში გატანილი 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები