პირველი ტიტული ტრაგედიის შემდეგ

ცნობილი ავიაკატასტროფის შემდეგ ბრაზილიურმა “შაპეკოენსემ” პირველი ტიტული მოიპოვა – სანტა–კატარინას შტატის ჩემპიონატის ფინალში “ავაი” ორმატჩიან (1:0, 0:1) დუელში უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების შედეგად დაამარცხა.

“შაპეკოენსემ” სანტა–კატარინას შტატის ჩემპიონატი არსებობის მანძილზე მეექვსედ მოიგო.

2016 წლის 29 ნოემბერს მომხდარ ავიაკატასტროფას 71 ადამიანი შეეწირა. სულ 6 ადამიანი გადარჩა და მათ შორის 3 ფეხბურთელი. სამხრეთამერიკის თასის ფინალში გასული გუნდი კოლუმბიურ “ატლეტიკო ნასიონალთან” სათამაშოდ მიემგზავრებოდა, “კონმებოლმა” კი ტრაგედიის შემდეგ გამარჯვებულად სწორედ დაზარალებული გუნდი გამოაცხადა.

10 მაისს ბრაზილიელები სტუმრად “ატლეტიკო ნასიონალთან” სამხრეთამერიკის სუპერთასის საპასუხო შეხვედრას გამართავენ. პირველი დუელი “შაპეკოენსეს” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები