პრესტონის ფეხბურთელმა ლატარეაში მილიონი მოიგო

“პრესტონის” მცველმა კევინ ო’კონორმა ირლანდიურ ლატარეაში დაახლოებით ერთი მილიონი ევრო მოიგო, იტყობინება Irish Times.

წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა ლატარეის ბილეთი ბიძისგან საშობაო საჩუქრის სახით მიიღო.

მოთამაშეს დაავიწყდა ბილეთის ნახვა, რადგან “მიდლსბროსთან” მატჩისთვის ემზადებოდა. ბილეთის გამარჯვების შესახებ პირველმა ო’კონორის დედამ შეიტყო.

მსგავსი სიახლეები