პროგნოზი: რეალი VS ატლეტიკო

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მადრიდული დერბი იქნება…

რეალი–ატლეტიკო 22:45

“რეალი” შეხვედრას უდიდესი დანაკლისით ხვდება – ზინედინ ზიდანი გუნდს მოედანზე გარეთ ბეილისა და პეპეს გარეშე გაიყვანს. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არაა და შანსები 50/50–ზეა, რაც სავსებით ლოგიკურია.

გუნდები უკვე ზედიზედ მესამე სეზონია ხვდებიან ერთმანეთს და სამივე შემთხვევაში “რეალმა” იხეირა – აქედან გამომდინარე, დიეგო სიმეონესა და კომპანიას რევანშის უდიდესი სურვილი აქვთ.

რასაკვირველია, სიმეონე გუნდს მეორე ნომრად ათამაშებს, “რეალს” კი სადავეები ექნება ხელთ, თუმცა ფსონი “ორივე გაიტანს”, ისევე, როგორც ნაკლები და მეტი გოლი, აბსოლუტურად ლოგიკურია.

პროგნოზი: კი/ნაკლები გოლი/მეტი გოლი

მსგავსი სიახლეები
307 ნახვა