რატომ არ გათიშა ხაბიბმა ბარბოსა?

ხაბიბ ნურმაგომედოვის ერთ–ერთმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა მისი შეგირდის ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა, რომ რუსმა მებრძოლმა სპეციალურად გაწელა დაპირისპირება.

„დიახ, მას სურდა დაემტკიცებინა, რომ 3 რაუნდის განმავლობაში ხელებით ბრძოლაში დომინაცია შეეძლო, თორემ ნამდვილად გაცილებით ადრე დაანოკაუტებდა მას“ – აცხადებს მენდესი.

ეს ხაბიბისთვის კარიერაში 25–ე მოგება გახლდათ, მას ჯერჯერობით წაგება არ აქვს. მისი მომავალი მეტოქე უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ტონი ფერგიუსონი იყოს.

მსგავსი სიახლეები