რეალმა ბაიერნის რეკორდი დაამხო

მადრიდის “რეალმა” გატანილი გოლების ხანგრძლივობაში მიუნხენის “ბაიერნის” რეკორდი დაამხო – ზინედინ ზიდანის შეგირდებმა პრიმერას 37–ე ტურში “სევილია” 4:1 დაამარცხეს და გამოვიდა, რომ უკვე ზედიზედ 62–ე მატჩია, უგოლოდ მოედანს არ ტოვებენ.

ევროპულ მოედანზე “სამეფო კლუბმა” უგოლოდ მოედანი ბოლოს გასული წლის აპრილში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად “მანჩესტერ სიტის” (0:0) წინააღმდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები
94 ნახვა