რონალდუს მეხუთე!

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მეხუთე ოქროს ბურთი მიიღო! პორტუგალიელი “ფრანს ფუტბოლის” ვერსიით 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა, რადგან სწორედ იგი იყო მადრიდის “რეალის” ტრიუმფის მთავარი შემოქმედი ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერაში.

ამრიგად, კრიშტიანუ ოქროს ბურთების რაოდენობაში ლეო მესის დაეწია და ამჟამად ანგარიში 5:5–ია. პირველი ოქროს ბურთი პორტუგალიელმა 2008 წელს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
253 ნახვა