რონდო 1996 წლის შემდგომ პირველია ვინც შეხვედრაში 25 გადაცემა გააკეთა (VIDEO)

“ნიუ ორლიანის” მცველმა რაჟონ რონდომ “ბრუკლინთან” შეხვედრაში 25 გადაცემის გაკეთება შესძლო, რითაც კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ 25 ან მეტი გადაცემის შესრულება ერთ მატჩში NBA-ის ისტორიაში მხოლოდ 8 კალათბურთელმა შესძლო. ბოლოს ეს 1996 წელს მოხდა, როცა ჯეისონ კიდმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 20 ქულა და 25 გადაცემა.

რონდომ 30 წუთის განმავლობაში 2 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შეხვედრა “ნიუ ორლეანის” გამარჯვებით 128:113 დასრულდა.

 

მსგავსი სიახლეები