სათასო მადონინას მოლოდინში

დღეს სეზონის მეორე დერბია. ქალაქი მილანი ორ მხარედ იყოფა და სერია ა-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ბოლო წუთებზე იკარდის პენალტით გამარჯვებისთვის ქალაქის წითელი მხარე რევანშისათვის ემზადება. ძალზედ სანახაობრივი, დაძაბული და უხვგოლიანი პაექრობის შემდეგ, გუნდებისათვის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულად ვითარდება. “მილანში” სერიოზული არეულობაა და ფაქტია ზაფხულში ჩადებულმა დიდმა ინვესტიციამ შედეგი ვერ მოიტანა, რასაც თავისი მიზეზები რა თქმა უნდა აქვს. “ინტერი” კი სპალეტის ხელში ბოლო წლების საუკეთესო სეზონს ატარებს და, შეიძლება ასეც ითქვას, რომ “ინტერის” ლიგაზე გასვლას წინ ვერაფერი დაუდგება. დავუბურნდეთ “მილანს”, სადაც 1 თვის წინ სამწვრთნელო გადაადგილება უკვე მოხდა. “მილანის” აწ უკვე ყოფილი თავკაცი ვინჩენცო მონტელა ჯენარო გატუზომ ჩაანაცვლა და მას მერე სიტუაცია ნამდვილად ვერ გამოსწორდა. როსონერის ლიგის ზონას 14 ქულით ჩამორჩება. გამოვყავი და ხაზი გავუსვი “ინტერის” წლევანდელი ასპარეზობის შედეგის საკმოდ მაღალ ხარისხს, თუმცა ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ ნერაძურისთვის დეკემბერი ცუდი თვე გამოდგა, სადაც შესაძლო 12 ქულიდან მხოლოდ 4-ის მოპოვება შეძლო და “მილანის” მატჩის შემდეგ საშინაო დაპირისპირება ელის ოთხეულის მთავარ კონკურენტთან – რომის “ლაციოსთან”, რომელმაც გუშინ უკვე გაიფორმა თასის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება და სწორედ მეტოქეს მილანურ დერბიში გამარჯვებულიდან ელის. აქვე დავამატოთ, რომ რომაელებმა “ფიორენტინას” დამარცხება მინიმალური ანგარიშით, 1-0 შეძლეს.

მილანური კლუბების სათასო სტატისტიკას რაც შეეხება, 23 შეხვედრაში 9 მოგება აქვს “მილანს”, 7 “ინტერს” და 9 მატჩი ფრედ დასრულდა.

მოკლედ, დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დერბი დელა მადონინას სათასო დაპირისპირება გველის.

სანდრო ლოსაბერიძე

მსგავსი სიახლეები