სერბი სექს სიმბოლო, ანა ივანოვიჩი დიდ ჩოგბურთს ემშვიდობება

„მაღალ დონეზე თამაში მუდმივად საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშ ყოფნას მოითხოვს, მე ძალიან მსურდა მკიდევ დიდხანს მეთამაშა და დიდი ტურნირებიც მოემგო, თუმცა დიდი ხანია ეს აღარ გამომდის, ამიტომ ვთვლი რომ მოვიდა დრო გავჩერდე“ – ამ სიტყვებით განმარტა ანა ივანოვიჩმა პრესასთან კარიერის დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება

2008 წელს სერბი ჩოგბურთელის კარიერის პიკი იყო, მან ჯერ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშ ითამაშა, შემდეგ კი „როლან გაროსი“ მოიგო და ქალთა ჩოგბურთის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მალე ტრავმა მიიღო და სასურველი ფორმის დაბრუნება წლების განმავლობაშ ვეღა შეძლო

მის მიღწევებში გარდა 2008 წლის „როლან გაროსის“ მოგებისა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტობისა, შედის: უიმბლდონის ½ ფინალში და ამერიკის ღია პირველობის ¼ ფინალში გასვლა.

გასულ წელს ავანოვიჩი გათხოვდა და მისი რჩეული გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი გახდა

მსგავსი სიახლეები
148 ნახვა