სტადიონი და ბეტონი?!

მალე ზუგდიდში ახალი, 7 000 ადგილიანი სტადიონი გაიხსნება, რომელიც ერთი შეხედვით, თანამედროვე, ლამაზი და ეფექტურია, მაგრამ… არის ერთი დიდი მაგრამ!!!

მინდვრის საფართან ბეტონის კონსტრუქციაა აშენებული და რაც ყველაზე საინტერესოა, იგი სათამაშო ზონას თითქმის არაა დაშორებული, რაც ორთაბრძოლისას ფეხბურთელების ტრავმიანობის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.

აქ მხოლოდ ტრავმაში არაა საქმე… შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ფიზიკური ბრძოლისას რომელიმე მოთამაშემ თავი დაარტყას ამ ბეტონს, რის შედეგადაც როგორც მინიმუმ ტვინის შერყევას მიიღებს.

თუკი ჩვენ ფეხბურთელების ფიზიკურ სიძლიერესა და გამძლეობაზე ვზრუნავთ, 1000 რამის მოფიქრება შეიძლება. აი, ეს რა უბედურებაა?!

გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
754 ნახვა