სტეფ კარი მემფისთან შეხვედრაში დაბრუნდება

“გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელმა სტეფ კარიმ ექიმებისგან პარკეტზე დაბრუნების თანხმობა მიიღო და შაბათს “მემფისთან” შეხვედრაში ითამაშებს, იტყობინება ESPN.com.

სტეფი მოედანზე 4 დეკემბრის შემდგომ არ გამოსულა, მარჯვენა ფეხის ტერფის ტრავმის გამო. “მეომრებმა” მის გარეშე 11 შეხვედრა ჩაატარეს, რომლებშიც 9 გამარჯვება მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები