ტერი სეზონის ბოლოს წავა

“ჩელსიმ” და ჯონ ტერიმ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სეზონის ბოლოს “არისტოკრატთა” კაპიტანი გუნდს დატოვებს.

“დიდებული 22 წლის შემდეგ მოვიდა დამშვიდობების დროც. ჩემსა და ამ კლუბს შორის ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა იყო და მოედნის მიღმაც აუცილებლად გაგრძელდება. მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. საკუთარ მომავალს, რა თქმა უნდა, გადავწყვეტ, თუმცა ამ მომენტისათვის მხოლოდ გუნდისთვის ტიტულის მოგებაში დახმარებაზე ვფიქრობ” – აცხადებს ლეგენდარული მცველი.

ჯონ ტერიმ 1998 წლიდან მოყოლებული “ლურჯების” რიგებში 713 შეხვედრა ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, 578–ჯერ უკაპიტნა გუნდს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ლონდონელთა რიგებში 14 ტიტული მოიგო – მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა.

მსგავსი სიახლეები
136 ნახვა