ტომას როსიცკიმ კარიერა დაასრულა

37 წლის “სპარტის” ნახევარმცველმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

როსიცკი აღარ გააგრძელებს “სპარტას” შემადგენლობაში ასპარეზობას ზამთრის პაუზის შემდგომ.

“ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი რომ სრულფასოვნად თამაში აღარ შემიძლია, მინდა “სპარტას” დიდი მადლობა გადავუხადო, ამ გუნდმა გამზარდა და სწორედ აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემს კარიერაში და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ მომცეს საშუალება კარიერა დამემრთავრებინა იმ კლუბში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს” – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში “პატარა მოცარტი” ასევე “დორტმუნდის ბორუსიის” და “არსენალის” რიგებში გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები