ყველაფერი ისე მიდის…

პორტუგალიელმა აგენტმა პაულო ბარბოზამ კრიშტიანუ რონალდუს პრობლემებზე ისაუბრა – მოგეხსენებათ, ლეგენდარულ პორტუგალიელს ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან უთანხმოება აქვს.

“მას პრობლემის მოგვარება ისევე შეეძლო, როგორც თავის დროზე მოურინიომ, მასკერანომ, კარვალიომ მოაგვარეს, მაგრამ ახლა მას დიდი უთანხმოება აქვს. მოგვარდება კი მშვიდობით ეს ყველაფერი?! “რეალს” სიტუაციაში ჩარევის უფლება არ აქვს, რადგან თავად რონალდუ არ იხდიდა გადასახადს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ რონალდუ კლუბიდან წასვლაზე ალაპარაკდა.

რონალდუ “რეალის” გარეშე – ეს უკვე სხვა მოვლენაა. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მიდის, რომ რონალდუ ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება” – აცხადებს აგენტი.

ესპანეთის პროკურატურა ევროპის მოქმედ ჩემპიონს 14,7 მილიონი ევროს დამალვას ედავება.

მსგავსი სიახლეები
491 ნახვა