შედეგიანი ტანდემები

გამოქვეყნდა სტატისტიკა ხუთი წამყვანი ევროპული ჩემპიონატიდან, თუ რომელია ყველაზე შედეგიანი ტანდემი.

პრემიერლიგაში ყველაზე შედეგიანად სესარ ასპილიკუეტასა და ალვარო მორატას ტანდემია – ესპანურმა დუეტმა ერთად 5 გოლი შექმნა.

ესპანეთში ერთით ნაკლები შეასრულეს ლეო მესიმ და ხორდი ალბამ.

ინგლისის მსგავსად, იტალიაშიც 5 გოლი შექმნეს მაურო იკარდიმ და ივან პერიშიჩმა. ასევე ხუთი გოლი აქვს ედინსონ კავანი–ნეიმარის დუეტს.

რაც შეეხება გერმანიას, რობერტ ლევანდოვსკისა და თომას მიულერის ანგარიშზე 4 ბურთია.

მსგავსი სიახლეები