შურლემ შესაძლოა დორტმუნდი დატოვოს

ანდრე შურლემ შესაძლოა “დორტმუნდი” დატოვოს და “შტუტგარტში” გადავიდეს.

Ruhrnachrichten-ის ცნობით, “შვაბები” შურლეს აყვანას, ზამთარში იჯარის წესით გეგმავენ, მისით ძალიან არის დაინტერესებული ადგილობრივი სამწრვთნელო შტაბი.

ანდრეს აგენტის ცნობით, ფორვარდს არ აკმაყოფილებს სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი, რომელსაც იგი “ბორუსიაში” განიცდის და სურს კლუბის გამოცვლა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს შურლეს ანგარიშზე ბუნდესლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრაა, რომელშიც მან 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მისი კონრაქტი “დორტმუნდთან” 2021 წლამდე მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები