ძვირადღირებული მცველი

„ლივერპულმა“ „საუთჰემპტონიდან“ ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დიკი შეიძინა – ამის შესახებ მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი იტყობინება.

„წითლებმა“ ჰოლანდიელში 75 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს, რაც ვან დიკს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევს. იგი კონტრაქტს ხელს 2018 წლის 1 იანვარს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პირველივე დღეს მოაწერს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვან დიკი ხელფასის სახით კვირაში 180 000 ფუნტს მიიღებს. იურგენ კლოპის გუნდის რიგებში იგი 4–ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ვან დიკი „წმინდანებში“ 2015 წელს 13 მილიონ ფუნტად გლაზგოს „სელტიკიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები