ხამესი ბავარიაში

მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდგირესი 2–წლიანი იჯარით მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა – ამის შესახებ რეკორდმაისტერის ოფიციალური საიტი იტყობინება.

“ჩვენ გვაქვს ბედნიერება გაცნობოთ, რომ ხამეს როდრიგესი 2–წლიანი იჯარით შევიძინეთ. კოლუმბიელის კონტრაქტი 2019 წლის 30 ივლისამდე იმოქმედებს. იგი ხელს სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ მოაწერს” – ნათქვამია “ბაიერნის” ოფიციალურ განცხადებაში.

“ბაიერნის” ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა კარლ–ჰაინც რუმენიგემ განაცხადა: “ბედნიერნი ვართ, რომ ეს ტრანსფერი სრულვყვეთ”.

ხამესისადმი ინტერესს “ჩელსი”, “მანჩესტერი” და “ინტერიც” იჩენდნენ.

მსგავსი სიახლეები
172 ნახვა