ჯიჯი ლეგენდარულ კოლეგებზე…

ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ლეგენდარულ კოლეგებზე ისაუბრა, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით კი პეტრ ჩეხი 21–ე საუკუნის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელა.

ბუფონის ინტერვიუ “მარკასთან”:

– საუკეთესო ესპანელი გოლკიპერი…
– ორი აზრი არაა – იკერ კასილასი!

– ყველა დროის საუკეთესო მეკარე?
– ბევრი გამიგია რიკარდო ზამორას, ლევ იაშინის, დინო ძოფის, გორდონ ბენქსის, ზეპ მაიერის შესახებ. ჩემი ახალგაზრდობიდან ვიტყოდი პიტერ შმეიხელს, ვალტერ ძენგას, ჯანლუკა პალიუკას, ანდონი სუბისარეტას.

– ამ საუკუნეში?
– პეტრ ჩეხი, მანუელ ნოიერი, იკერ კასილასი.

– ცალკეული კომპონენტები რომ ავიღოთ?
– ჩემი აზრით, ფეხით თამაშში პეპე რეინა ძალიან საიმედოა. გამოსვლებზე ნოიერი, რეფლექსები – კასილასი. ყველა კომპონენტის გათვალისწინებით კი ჩეხი საუკეთესოა. მისი მსგავსი დამაჯერებლობის მქონე კიპერი ნებისმიერი გუნდისთვის სანატრელია.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

მსგავსი სიახლეები